ძვირფასო დუნგა;
ჩვენ გწერთ მილიონობით ადამიანის სახელით, რომელსაც უყვარს ბრაზილიის ნაკრები ბრაზილიაში და მის ფარგლებს გარეთ. ჩვენ ერთი რამ გვაერთიანებს: ბრაზილიის სიყვარული. ჩვენ მთელი გულით ვგულშემატკივრობთ ბრაზილიას, იმის მიუხედავად, რომ ბევრი ჩვენგანი არ არის ბრაზილიელი. სხვა ეროვნების წარმომადგენლებსაც კი შეუძლიათ შეეჯიბროn ბრაზილიელებს სელესაოს სიყვარულში.
ბრაზილია ჩვენი საზრუნავი გახდა, ძალიან გვახარებს მათი მოგება და ძალიან განვიცდით მათ წაგებას. ჩვენ ვიცავთ მათ თუ სხვა გუნდის გულშემატკივრები კრიტიკას იწყებენ, ბევრი ჩვენგანი მთელი ღამე არ იძინებს სელესაოს თამაშს რომ უყუროს 90 წუთის განმავლობაში, ეს ბრაზილიასთან დროის სხვაობის გამო ხდება.
ჩვენ ძალიან ბედნიერები ვიყავით როდესაც 1994 წელს ვიხილეთ მაღლა აღმართული მსოფლიოს თასი, ვტიროდით 1998 წელს წაგებული ფინალის გამო. ყველა ჩვენგანის გული სიხარულით აღივსო 2002 წელს როდესაც ბრაზილიამ კიდევ ერთხელ შეძლო გამარჯვების მოპოვება, 2006 წელს წაგებამ კი ძალიან დაგვამწუხრა.
ჩვენ სელესაოს გულშემატკივრების სახელით მოგმართავთ დიდი თხოვნით და იმედი გვაქვს რომ უარს არ გვეტყვით.
ჩვენი თხოვნაა რომ ბრაზილიელ ფეხბურთელ ლუის ნაზარიო დე ლიმას, რომელიც რონალდოს სახელითაა ცნობილი, ბრაზილიის ნაკრებში დაბრუნების შანსი მისცეთ. ჩვენ დარწმუნებულები ვართ რომ რონალდოს დახმარება ბრაზილიას საშუალებას მიცემს მეექვსედ მოიგოს მსოფლიოს ჩემპიონატი.
რონალდოს საოცარი ტექნიკური შესაძლებლობები აქვს, რაც მას სხვა ფეხბურთელებისგან გამოარჩევს. მას აქვს სისწრაფე, ძლიერი დარტყმა და შეუძლია შესანიშნავი გადაცემის გაკეთება. ეს რონალდომ თავისი 15 წლიანი კარიერის მანძილზე უკვე დაამტკიცა, თუმცა ამის მტკიცებას დღესაც განაგრძლობს კორინთიანსის რიგებში.
რონალდომ ბევრი გააკეთა ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისათვის 1994-2006 წლებში. იგი დაეხმარა გუნდს მსოფლიო ჩემპიონატის მოგებაში 2002 წელს, მეორე ადგილის დაკავებაში 1998 წელს, საკვალიფიკაციო ეტაპისას 2006 წელს. რონალდომ მოახერხა 15 გოლის გატანა, ეს კი მსოფლიო თასების ყველა დროის რეკორდია. მან მოიპოვა საუკეთესო მოთამაშის ჯილდო 1998 წელს, 2002 გახდა მეორე ადგილის მფლობელი, ამასთან ის იყო 2002 წლის მოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი, 1998 წელს ვერცხლის ბუცი ერგო, ხოლო 2006 წელს – ბრინჯაოსი.
რონალდომ დიდი წვლილი შეიტანა ატლანტის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლის მოპოვებაში 1996 წელს, კოპა ამერიკას მოგებაში 1997 და 1999 წლებში 1997 წელს მოპოვებულ ინტერკონტინენტალის თასთან ერთად.
რონალდო თავისი საუცხოო კარიერის წყალობით ერთ–ერთი საუკეთესო ფეხბურთელია ბრაზილიის ნაკრებისა და იმ გუნდების ისტორიაში რომლის ღირსებასაც იცავდა – კრუზეიროსი, პსვ ენდჰოვენის, ბარსელონასი, ინტერის, მადრიდის რეალის, მილანის და კორინთიანსის. რონალდომ სამჯერ მიიღო ფიფას წლის საუკეთესო ფეხბურთელის პრემია და ორჯერ გახდა ოქროს ბურთის მფლობელი.
რონალდო ბევრს აკეთებს კორინთიანსისთვის. იგი დაეხმარა გუნდს პაულისტას და ბრაზილიის თასის მოგებაში. რონალდო ახლაც განაგრძობს კარგად თამაშს, 40 შეხვედრაში 24 გოლის გატანა შეძლო 23/02/2010 მდგომარეობით (იმის მიუხედავად რომ კორინთიანსს სუსტი შუა ხაზი ჰყავს). ეს კი იმის დასტურია რომ რონალდო განაგრძობს მუშაობას და რეგულარულად თამაშობს.
ყველასათვის ცნობილია რომ ბრაზილიის ნაკრებს ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს, განსაკუთრებით შუა ხაზში, ეს კი რონალდოს ძალიან დაეხმარება თუ იგი გუნდს შეუერთდება. ცნობილია, რომ რონალდო ნაკრებში თამაშისას ყოველთვის ძალიან მონდომებულია. იგი გაცილებით უკეთ თამაშობს ეროვნულ ნაკრებში ვიდრე გუნდში. რონალდომ უარი თქვა ფეხბურთიდან წასვლაზე მილანში მიღებული ტრამვის შემდეგ მხოლოდ იმიტომ რომ თავის ქვეყანას დაეხმაროს მსოფლიოს ჩემპიონატზე. რონალდოს მსოფიოს ჩემპიონატებზე მონაწილეობის დიდი გამოცდილება აქვს.
რონალდო გადამწყვეტ შეხვედრებშიც ისევე კარგად თანმაშობს, როგორც რიგითი შეხვედრებისას. მან მოახერხა 2 გოლის გატანა 2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ, ნახევრაფინალში კი თურქებს გადამწყვეტი გოლი სწორედ მან გაუტანა. თუ იგი შეუერთდება გუნდს, გუნდი კი ფინალში მოხვედრას შეძლებს, რონალდოს ამაში დიდ წვლილს შეიტანს.
სამართლიანად უნდა აღინიშნოს რომ რონალდო გუნდს დიდ ძალას მატებს, ბრაზილიის ნაკრებს არასოდეს წაუგია თამაში როდესაც რონალდოს გოლი გააქვს. ეს ფაქტია. რონალდო თუ შეუერთდება ბრაზილიის ნაკრებს, გუნდის ტექნიკური მხარე ბევრად უფრო მრავალფეროვანი გახდება. იგი გაიბრწყინებს როგორც თავდამსხმელი და გუნდს ფსიქოლოგიურადაც გააძლიერებს. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ იგი კაპიტანის სამკლაურს მოირგებს, რადგან ნაკრების ბევრი მოთამაშე სწორედ მას მიიჩნევს თავის კერპად. ეს მათ დიდ თავდაჯერებულობას შემატებს.
ძვირფასო დუნგა, ჩვენ ბრაზილიის ნაკრებს ბავშვობიდან ვგულშემატკივრობთ, დიდი იმედი გვაქვს რომ 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე გამარჯვებას შეძლებთ. ჩვენ გვჯერა რომ რონალდო დაეხმარება გუნდს ტიტულის მოპოვებაში, დარწმუნებულები ვართ რომ მისი მონაწილეობა ბრაზილიის ნაკრებს დიდად წაადგება. ეჭვი არ გვეპარება რომ თქვენ გუნდის კეთილდღეობაზე ფიქრობთ, ვიცით რამდენად გიყვართ ბრაზილიის ნაკრები როგორც მიოთამაშეს და მწვრთნელს. გთხოვთ რომ რონალდოს მისცეთ თამაშის უკანასკნელი შანსი, შეცვლაზე მაინც. ვიმედოვნებთ რომ რონალდო გაუძღვება ბრაზილიის ნაკრებს მეექვსე თასის მოპოვებაში. იმედი გვაქვს რომ თქვენ იმედს არ გაუცრუებთ ბრაზილიის გულშემატკივრებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით და რეაგირებას მოახდენთ ჩვენს თხოვნაზე. დიდი იმედი გვაქვს რომ ბრაზილიის ნაკრები კიდევ ერთხელ მოიგებს მსოფლიო ჩემპიონატს.
პატივისცემით,
ბრაზილიის გულშემატკივარი
08/10/2009 |